მუსტელა - ახალშობილის ქაფი-შამპუნი 150 მლ, 0+
28.82 | - 15% | 33.9დეტალური აღწერა:
მუსტელას ახალშობილის ქაფი-შამპუნი 150 მლ, 0 თვიდან
ულტრარბილი შამპუნი გამოიყენება თავის დასაბანად. მსუბუქი, ამქერცლავი ინგრედიენტების ბეტა ჰიდროქსი და სალიცილის მჟავების დახმარებით წმენდს თავის კანს ფუფხებისა და ქერქებისგან. ასევე გამოიყენება ფუფხების წარმოქმნის საპროფილაქტიკოდ. არ არღვევს კანის ჰიდროლიპიდურ ბალანსს, არ იწვევს ცრემლდენას.
შეიცავს 99% მცენარეული იგრედიენტს, მათ შორის უნიკალურ კომპონენტს Avocado Perseose-ს, ბავშვის თმიანი საფარველის დასაცავად და დასატენიანებლად. აგრეთვე შეიცავს კლიმბაზოლს ფუფხების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. არ შეიცავს პარაბენებს, ფტალატებს, ფენოქსიეთანოლს.
სპეციალურად შექმნილი ჰიპოალერგიული ფორმულა ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პედიატრების კონტროლით.
გამოყენება: მცირე ოდენობის ქაფ-შამპუნი დაიტანეთ ბავშვის სველ თავზე, გააჩერეთ 1-2 წთ და ჩამობანეთ.