×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
სნექები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ტექნიკა
Outlet -50%
  • naturland

    დადარი - ტუმი იშის ბალანს ქვები

    29

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

    "დადარის" გუნდის კიდევ ერთი წარმატებული და მიზანდასახული შრომის შედეგი

    დადარი არ წყევტს თქვენი პატარების გაოცებას და გთავაზობთ კიდევ ერთ მათთვის საყვარელ სათამაშოს აქციით 8 + 2.

    "ხის ქვების" 8 ცალაინ სასაჩუქრე კომპლექტს, "დადარი" უმატებს + 2 ხის საოცარ კუბიკს და ულამაზეს ტომარას

    უფრო ვრცლად კი:

    წარმოშობით იაპონიიდან , ეს სათამაშო იპყრობს პატარების ყურადღებას თამაშის პირველივე წუთიდან

    ეს არის "ტუმი იში" რაც შეიძლება ითარგმნოს იაპუნური ენიდან როგორც "ქვის წყობა"

    კუბები უნდა დავალაგოთ ერთმანეთზე წონასწორობის დაცვით - თითოეულ კუბს გააჩნია უნიკალური ფორმა და მრავალი გვერდი რაც გვაძლევს უამრავი კომბინაციის შექმნის საშუალებას! 

    ??„დადარი“ წარმოგიდგენთ კლასიკური განმავითარებელი სათამაშოს ქართულ ვერსიას:

    სხვა და სხვა ფორმის "ხის ქვები" დავამზადეთ სხვა და სხვა ძვირფასი ხის სახეობებისგან

    როგორებიცაა: კაკალი, წიფელი, ცაცხვი, ჭადარი, მურყანი, ნეკერჩხალი.

    მრავალჯერ გავაზუმფარეთ და გავაპრიალეთ - იმისათვის რომ მიგვეღო გლუვი, უსაფრთხო და "თბილი" სათამაშო.

    მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ ხის მასალის თვისებები, ფაქტურა და თავისებურებანი, დავამუშავეთ სელის ზეთით რომელიც არის შესანიშნავი დამცავი-ანტისეფტიკი.

    გარდა ამისა ვიზრუნეთ რომ პატარამ დიდხანს ითამაშოს ხარისხიანი სათამაშოთი და შევკერეთ პატარა ტომსიკები. დიახ, კერვაც ვისწავლეთ!

    გაერთეთ, განვითარდით, ისწავლეთ და გაიზარდეთ სულ სულ კარგები!

    ღირებულება: 29,00 ლარი

     

    სოციალური საწარმო „დადარი“ წარმოადგენს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ადამიანებისგან შემდგარ ძლიერ და ერთიან გუნდს, რომელიც ამზადებს მაღალი ხარისხის ხის ხელნაკეთ სათამაშოებს და ნაკეთობებს.

    საწარმოს მთავარი სოციალური მისია არის სათამაშოების წარმოებაში გადაამზადოს და დაასაქმოს როგორც ინტელექტუალური განვითარების შეფერხების, ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე, ისე საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები; ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვას და შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას.

    „დადარი“ მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის ხელნაკეთ სათამაშოებს და ნაკეთობებს.

    პროდუქციის დასამზადებლად გამოყენებული მასალები უსაფრთხოა ადამიანისთვის და გარემოსთვის.

    სათამაშოების დამზადება ხდება ძვირფასი ფოთლოვანი ხის ჯიშებისგან, ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ცვილნარევი ზეთებით, გერმანული წარმოების ლაქით და ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, რომლებიც არ შეიცავენ მძიმე მეტალებს და შეესაბამებიან სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს: DIN EN 71

    საწარმოს შემოსავლების 100%-ს წარმოადგენს დამზადებული პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსული თანხები, რომელიც სრულად ხმარდება საწარმოს ფუნქციონირებას, მის ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვას.

    "დადარი" ცდილობს აკეთოს კარგი - ქართული საქმე, რომელსაც თავისი შედეგებით ბევრი სიკეთე მოაქვს! ??

    ბრენდი
    დადარი
    ქვეყანა
    საქართველო
    პროდუქტის კოდი
    04-007