×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
სნექები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ტექნიკა
Outlet -50%
  • naturland

    დადარი - ბალანს ქვები, გრავირებული ციფრებით

    45

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

    ბალანს ქვები, გრავირებული ციფრებით.

    ზომა (ს.მ):

    N1: 6.3 X 4.8 X 4.8
    N2: 7.0 X 4.4 X 4.4
    N3: 9.9 X 3.8 X 3.8
    N4: 6.0 X 3.8 X 3.8
    N5: 5.0 X 4.5 X 4.5
    N6: 4.0 X 4.0 X4.0
    N7: 7.0 X 4.4 X 3.5
    N8: 9.9 X 3.5 X 3.8
    N9: 6.0 X 3.0 X 3X8
    N10: 6.0 X 5.0 X 4.0

    დამზადება: ხელნაკეთი სათამაშო. მოხატულია სათამაშოებისათვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით.
    ხის ჯიში: წიფლის ხე
    ფასი: 45,00 ლარი

     

    სოციალური საწარმო „დადარი“ წარმოადგენს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ადამიანებისგან შემდგარ ძლიერ და ერთიან გუნდს, რომელიც ამზადებს მაღალი ხარისხის ხის ხელნაკეთ სათამაშოებს და ნაკეთობებს.

    საწარმოს მთავარი სოციალური მისია არის სათამაშოების წარმოებაში გადაამზადოს და დაასაქმოს როგორც ინტელექტუალური განვითარების შეფერხების, ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე, ისე საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები; ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვას და შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას.

    „დადარი“ მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის ხელნაკეთ სათამაშოებს და ნაკეთობებს.

    პროდუქციის დასამზადებლად გამოყენებული მასალები უსაფრთხოა ადამიანისთვის და გარემოსთვის.

    სათამაშოების დამზადება ხდება ძვირფასი ფოთლოვანი ხის ჯიშებისგან, ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ცვილნარევი ზეთებით, გერმანული წარმოების ლაქით და ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, რომლებიც არ შეიცავენ მძიმე მეტალებს და შეესაბამებიან სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს: DIN EN 71

    საწარმოს შემოსავლების 100%-ს წარმოადგენს დამზადებული პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსული თანხები, რომელიც სრულად ხმარდება საწარმოს ფუნქციონირებას, მის ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვას.

    "დადარი" ცდილობს აკეთოს კარგი - ქართული საქმე, რომელსაც თავისი შედეგებით ბევრი სიკეთე მოაქვს.??

    ბრენდი
    დადარი
    ქვეყანა
    საქართველო
    პროდუქტის კოდი
    04-005