×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
სნექები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ტექნიკა
Outlet -50%
  • naturland
    Sample image

    თევზის წვნიანი (8 – 9 თვიდან)

    ინგრედიენტები: 100 გრ. თევზის ფილე 1 ც. კარტოფილი 1 ც. სტაფილო 1 ც. ხახვი 2 ღერი კამა 2 ღერი ქინძი 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი მომზადების წესი:  კარგად გარეცხეთ თევზი, მოათავსეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ ცალკე ქვაბში მოხარშეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო და მთლიანი ხახვი ბოსტნეული რომ მოიხარშება, დაუმატეთ თევზი, მთლიანი ქინძი და კამა. ადუღებიდან 3 – 5 წუთის შემდეგ მწვანილი და ხახვი ამოიღეთ. კერძი მზადაა! თევზი და ბოსტნეული დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ უშუალოდ კვების წინ  სურვილისამებრ, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი გემრიელად მიირთვით!
    სრულად ნახვა
    Sample image

    ქათმის კატლეტი ვაშლით (1.5 წლიდან)

    ინგრედიენტები: ვაშლი – 100 გრ ქათამი – 200 გრ სუხარი – 50 გრ ხახვი – 75 გრ ოხრახუში – 10 გრ ხორბლის ფქვილი – 20 გრ   მომზადების წესი: .  გარეცხეთ 1 დიდი ვაშლი, გათალეთ და გახეხეთ წვრილად, გადაუწურეთ ზედმეტი წვენი .  მოხარშეთ ქათმის მკერდი და დაჭერით პატარა ნაჭრებად .  მოამზადეთ ბოსტნეული: ხახვი და ოხრახუში  წვრილად დაჭერით .  ერთმანეთში აურიეთ: ვაშლი, ქათამი, ხახვი, მწვანილი, სუხარი. დააბლენდერეთ და დაუმატეთ მცირეოდენი ქათმის ბულიონი და მარილი .  მიღებულ მასას მიეცით კატლეტის ფორმები, ამოავლეთ ფქვილში და მოამზადეთ ორთქლზე გემრიელად მიირთვით!
    სრულად ნახვა
    Sample image

    არაჟანში მოთუშული ჭარხალი (1.5 წლიდან)

    ინგრედიენტები: ჭარხალი – 100 გრ არაჟანი (10%) – 20 მლ მაგარი ყველი – 40 გრ ნაღების კარაქი – 5 გრ ხახვი – 30 გრ ზეითუნის ზეთი – 15 მლ   მომზადების წესი: .  ჭარხალი გარეცხეთ და მოხარშეთ. გააციეთ და დაჭერით გრძლად, ან პატარა კუბიკებად .  ხახვი გაასუფთავეთ, დაჭერით საშუალო ნაჭრებად და შეწვით ზეითუნის ზეთში .  ხახვს დაუმატეთ ჭარხალი, არაჟანი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში .  მირთმევამდე კერძს დაუმატეთ ნაღების კარაქი, მოაყარეთ მწვანილი და გახეხილი ყველი კერძი ასევე საუკეთესო გარნირია ხორციანი კერძებისთვის!
    სრულად ნახვა
    Sample image

    წიწიბურა ხილთან ერთად (12 თვიდან)

    ინგრედიენტები: წიწიბურა – 150 გრ ქიშმიში – 30 გრ ბანანი – 50 გრ ვაშლი – 70 გრ რძე –  350 მლ   მომზადების წესი: .  ქვაბში ჩაასხით რძე და დაუმატეთ კარგად გარეცხილი წიწიბურა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე (თან მოურიეთ) დაახლოებით 25 წუთი, სანამ რძე ბოლომდე არ დაშრება .  წვრილად გახეხეთ ვაშლი, ქიშმიში კარგად გარეცხეთ, დაუმატეთ ფაფას, აურიეთ და 5 წუთით დატოვეთ თავდახურული .  საბოლოოდ დაუმატეთ ბანანი, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ მცირეოდენი შაქარი გემრიელად მიირთვით!
    სრულად ნახვა
    Sample image

    ბადრიჯნისა და ბულგარულის პიურე (1.5 წლიდან)

    ინგრედიენტები: ბულგარული (წითელი) – 100 გრ ზეითუნის ზეთი – 100 გრ ბადრიჯანი – 15 გრ   მომზადების წესი: .  ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ და მოაშორეთ კანი .  ფოლგას წაუსვით მცირეოდენი ზეითუნის ზეთი, ზედ დააწყვეთ თხლად დაჭრილი ბადრიჯანი ბულგარულის ნაჭრებთან ერთად, შეფუთეთ და 10-15 წუთით შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში .  მზა ბოსტნეული დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე პატარას მიართვით თბილი პიურე!
    სრულად ნახვა
    Sample image

    კარტოფილისა და ავოკადოს სალათი (1 წლიდან)

    ინგრედიენტები: კარტოფილი – 50 გრ ავოკადო – 60 გრ ხაჭო – 50 გრ   მომზადების წესი: .  კარტოფილი გარეცხეთ, კანგაუცლელად მოხარშეთ. გაციების შემდეგ მოაცალეთ კანი და დაჭერით პატარა კუბიკებად .  ავოკადოს მოაშორეთ კანი და კურკა. ჩანგლით დაჭყლიტეთ პიურეს კონსისტენციამდე, აურიეთ ხაჭო და შემდეგ კარტოფილი გემრიელი სალათი მზადაა!
    სრულად ნახვა