×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
სნექები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ტექნიკა
Outlet -50%
  • naturland

    მშობიარობის შემდეგ ბევრ დედას აწუხებს თმის ცვენის პრობლემა, საინტერესოა რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა გავუმკლავდეთ პრობლემას.

    ზოგადად, ორსულობის დროს თმის სტრუქტურა უმჯობესდება, ფერხდება მისი ცვენა, თმა ხდება უფრო სქელი და მატულობს მისი ბუნებრივი ბზინვარება.  რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა ბავშვის გაჩენის შემდეგ. ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, თმა იწყებს ცვენას. ცვენა შესაძლოა განსაკუთრებით ინტენსიური გახდეს მშობიარობიდან 2 – 4 თვის შემდეგ, როდესაც ჰორმონალური ფონი იწყებს გაწონასწორებას და თმა პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.

    მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა პათოლოგია არ არის, ეს ნორმალური მოვლენაა. ამ დროს ცვივა ის თმა, რომელიც ისედაც გაგცვივდებოდათ ორსულად რომ არ ყოფილიყავით.

    საინტერესოა ის ფაქტიც , რომ ქალებს, რომლებიც წლამდე აწოვებენ ძუძუს, თმა ისე ძლიერ არ სცვივათ, როგორც იმ ქალებს, რომლებიც ძუძუს არ აწოვებენ.  თმის ცვენა, ჩვეულებრივ, სრულდება მშობიარობიდან 3 – 6 თვის შემდეგ.

    გაითვალისწინეთ! თუ თქვენს ორგანიზმს არ ჰყოფნის კალციუმი, ცილა, ვიტამინები, ამ შემთხვევაში თმის ცვენა შესაძლოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

    სტატიის ავტორი , 2020-09-11