×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
სნექები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ტექნიკა
Outlet -50%
  • naturland

    კბილების ამოსვლის დრო და თარიღი ინდივიდუალურია. თუმცა, პირველი კბილი, როგორც წესი, 4-6 თვის ასაკში იჩენს ხოლმე თავს. შესაძლოა, პატარას კიჭი სრულიად უმტკივნეულოდ ამოუვიდეს, თუმცა ძირითად შემთხვევებში ამ პროცესს თან ახლავს დისკომფორტი. თუ თქვენს პატარას ღრძილები წითელი და შესიებული აქვს, მოუსვენრადაა და ჭირვეულობს, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო.

    კბილების ამოსვლის დროს:

    • პატარას ხელები მუდმივად პირისკენ მიაქვს და ცდილობს, „დაღეჭოს“;
    • მომატებული აქვს ნერწყვდენა;
    • ჭირვეულობს, უჭირს დაძინება, ცუდ ხასიათზეა;
    • კარგავს მადას და აღარ ჭამს მისთვის საყვარელ საკვებსაც კი;
    • შესაძლოა, გამოვლინდეს ტემპერატურის მატება;
    • ზოგიერთ შემთხვევაში ხდება კუჭის მოქმედების არევა (დიარეა ან შეკრულობა);

    მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ, პატარას მისცეთ სპეციალური რეზინის საღეჭი საგანი, რომელსაც გამოყენებმადე ნახევარი საათით ადრე მაცივარში გააცივებთ. ასევე, არსებობს შესაბამისი გელები, რაც პატარას კბილების ამოსვლის პროცესს გაუმარტივებს. გელი აუცილებლად უნდა შეარჩიოთ პედიატრის კონსულტაციით.

    სტატიის ავტორი შპს ნატურლენდი, 2020-09-11