×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
სნექები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ტექნიკა
Outlet -50%
  • naturland

    ხშირად პატარებს არ უყვართ ბანაობა. ისინი ჭირვეულობას და ტირილს იწყებენ წყლის დანახვაზე, მშობლებს კი დიდი ძალისხმევა სჭირდებათ პატარას დასაბანად.

    იმისთვის, რომ არ მოგვიხდეს რთული პროცედურის შეწყვეტა, მნიშვნელოვანია წინასწარ მოვამზადოთ ბანაობისთვის საჭირო ნივთები:

    •  წყლის თერმომეტრი
    •  ბავშვის აბაზანის სითხე
    •  პირსახოცი
    •  პამპერსები
    •  ბამბა
    •  ბავშვის ზეთი ან საბავშვო კრემი
    •  სუფთა ტანსაცმელი
    •  სავარცხელი
    •  სააბაზანოს სათამაშო

    ბავშვის დასაბანად გამოიყენეთ აბაზანის საბავშვო საშუალებები, რადგან მოზრდილთათვის განკუთვნილი საპონი, ლოსიონი, და კრემი ბევრ ქიმიურ დანამატს შეიცავს, რაც ბავშვის ნაზი კანისთვის რეკომენდებული არ არის.

    სტატიის ავტორი , 2020-09-11