×
Organic (100% BIO)
ბავშვთა კვება
ფინური ფაფები
სნექები
ბავშვთა აქსესუარები
კოსმეტიკა
ჰიგიენა
დედებისთვის
პირადი მოვლა
ტექნიკა
Outlet -50%
  • naturland

    ზაფხული და კონდიციონერი ერთმანეთისგან განუყოფელია, როცა სახლში პატარა გყავთ,  საქმე არც ისე მარტივადაა. რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვს კონდენციონერისგან ზიანი არ მიადგეს ?

    •  ხშირად დედები ერიდებიან კონდიციონერის გამოყენებას, თუმცა მაღალი ტემპერატურის პირობებში, უმჯობესია, მისი გამოყენება, რათა დაიცვათ ბავშვი დასიცხვისგან. ამიტომ ჯობს, ბავშვი კონდიციონერს ადრეული ასაკიდან შეაჩვიოთ;
    • გაითვალისწინეთ, კონდიციონერიდან მომავალი ჰაერის ნაკადი ბავშვისკენ, ან ბავშვის საწოლისკენ არ უნდა იყოს მიმართული;
    • სწორად შეარჩიეთ ტემპერატურა, ოთახში სასურველია გრილოდეს, თუმცა, არ უნდა ციოდეს;
    •  კონდიციონერი აშრობს ოთახში არსებულ ჰაერს, ამიტომ სასურველია, ტენიანობა აკონტროლოთ სპეციალური საზომით;
    • მეტი ჟანგბადისთვის ოთახი ხშირად გაანიავეთ;
    • დროულად გაწმინდეთ კონდიციონერის ფილტრი, რათა არ მოხდეს მასში ბაქტერიების გამრავლება.

    სტატიის ავტორი , 2020-09-11